მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საკენის“ პროექტში ფასი მაისიდან დღემდე კვ-ზე 1000$-ით გაიზარდა“ – „ბიოგრაფი ლივინგი“

ბიორგაფი ლივინგი

„ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელი დირექტორის ვასილ ფხაკაძის განცხადებით მაისიდან დღემდე, მათ მიერ წარდგენილ პროექტ „საკენში“ ფასი კვ.მ-ზე 1000$-ით გაიზარდა. 400$-იან ზრდას აჩვენებს ფასები კომპანიის მეორე პროექტ „მატიანიშიც.“

გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას ფხაკაძემ აღნიშნა, რომ ბაზარზე პრემიალურ სეგმენტში მიწოდება მოთხოვნას ვერ ეწევა, რაც ინდივიდუალურ ინვესტორებს მომგებიან მდგომარეობაში აყენებს.

„საკენის“ პროექტი ჩავუშვით მაისში და დღეისთვის ბინების ნახევარი უკვე გაყიდულია. „მატიანი“ ოქტომბერში წარვადგინეთ და უკვე 35% გაყიდულია. გაყიდვის ტემპმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, რადგან რეალურად ამ სეგმენტში მიწოდება მოთხოვნას ვერ პასუხობს. იმ კლიენტებმა, რომლებმაც ჩვენთან ბინა შეიძინეს საწყის ეტაპზე, 6 თვეში უკვე ნახეს საკმაოდ კარგი უკუგება, ეს უბიძგებს სხვებს, რომ იგივე გააკეთონ. მაგალითისთვის, „საკენი“ 2023 წლის მაისში დავიწყეთ და მაშინ საწყისი ფასი იყო 1800-2000$, დღეს ფასი გაზრდილია თითქმის 1000$-ით. რა განაპირობებს ამას, ჩვენ გვაქვს ბინების შეზღუდული რაოდენობა. სულ პროექტში 364 ბინაა და ჩვენ ვცდილობთ გაზრდილი მოთხოვნა ფასის ზრდით დავარეგულიროთ, რათა არ ამოიწუროს იმაზე მალე, ვიდრე გვინდა რომ ამოიწუროს. ეს უფრო მეტ ინტერესს აძლევს ინვესტორებს, რომ შეიძინონ დღესვე, რადგან ნახონ ეს უკუგება. რაც შეეხება მეორე პროექტს წერეთელზე, აქ დავიწყეთ 1400$-ით და ოქტომბრიდან დღემდე ფასი 1800$-ზეა ასული“ - განაცხადა ვასილ ფხაკაძემ.

„ბიოგრაფი ლივინგში“ მიიჩნევენ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ფასი ვერ შემცირდება, ამის წინაპირობა კი გაძვირებული მიწის ფასია, დეფიციტური მუშახელი და „გაზრდილი“ მომხმარებელია.

„ფასს განაპირობებს მოთხოვნა-მიწოდება და ბაზარზე არსებული მდგომარეობა. არის ბევრი ფაქტორი რაც საწინდარია იმის, რომ ფასების ქვევით სვლა ვერ მოხდება. ეს არის პირველი მიწის ფასი, რომელიც ძალიან შეზღუდულია დედაქალაქში და ყველას გვესმის, რომ ის დაბლა ვერ წამოვა, პირიქით გაიზრდება. მეორე ეს არის მუშახელის ნაკლებობა და გაზრდილი ხარჯები რომელიც აწვება ამ და ყველა სხვა ინდუსტრიას და მესამე გაზრდილია მომხმარებელი. ხარისხი გახდა ბევრად უფრო პრიორიტეტული და ფასი აღარ არის გადაწყვეტილების მიღების მთავარი კრიტერიუმი,“ - ამბობს ვასილ ფხაკაძე.

კომპანია "ბიოგრაფი ლივინგი" ბაზარზე 2023 წელს გამოჩნდა. ამ დროისთვის მომხმარებელი მათ ორ პროექტს ვაჟა-ფშაველას გამზირზე „საკენს“ და წერეთლის გამზირზე „მატიანის“ იცნობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს ბაზარს ოთხ ახალ პროექტს წარუდგენენ. მათ შორის 3,5 ჰა-ზე მრავალფუნქციურ კომპლექსს ქეთევან დედოფლის გამზირზე.

„მიმდინარე წელს ოთხი ახალი პროექტის ჩაშვებას ვგეგმავთ. ერთია „ჰისნი“ ქეთევან წამებულის ქუჩაზე, 3,5 ჰა-ზე. როცა ასეთი მასშტაბური პროექტი კეთდება პერიფერიებში, ეს იწვევს ფასი ზემოთ აწევას, რაც მნიშვნელოვანია. ასევე იგეგმება დიდუბეში, მუშთაიდის ბაღის მიმდებარედ პროექტის გაკეთება. ამას მაისიდან შევთავაზებთ მომხმარებლებს და ამის გარდა ორი ახალი პროექტი იქნება პრემიუმ სეგმენტზე გათვლილი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. კომპანიის კონცენტრაცია იქნება თბილისზე. ეს ნაკვეთები ჯგუფს აქვს საკუთრებაში 10-15 წელია და ველოდებით სწორ მომენტს, როდესაც მომხმარებელი დააფასებდა შეთავაზებულ პროდუქტს, ამიტომ ახლა გვინდა სწრაფად გავშალოთ ჩვენი მიწოდება ბაზარზე,“ - აღნიშნა ვასილ ფხაკაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები