მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახალხო დამცველი საქართველოში მყოფ ევროპარლამენტარებს შეხვდა

ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში მყოფ ევროპარლამენტარებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ლევან იოსელიანმა ევროპარლამენტარებმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„12 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში მყოფ ევროპარლამენტარებს შეხვდა. შეხვედრაზე სახალხო დამცველმა სტუმრებს აპარატის მანდატი და უფლებამოსილება გააცნო, ისაუბრა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინსტიტუციის როლზე, მათ შორის, აქციებზე დაკავებულ და დაშავებულ პირთა შესახებ მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებასა და გამოძიებისთვის გადაცემის მექანიზმებზე.

ევროპარლამენტარები სახალხო დამცველის აპარატის დამოუკიდებლობისა და მოქმედების თავისუფლების ხარისხითაც დაინტერესდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, იოსელიანის აპარატმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა იზოლატორებში მოინახულა 352 პირი, მათგან, 226 არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს, 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნება. დასჯი არ არის არც ერთი სამართალდამცველი!

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები