სახალხო დამცველის აპარატი დაკავებულთა ადგილსამყოფელს ადგენს - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
"სახალხო დამცველის აპარატი ადგენს დაკავებულების, მათ შორის, ირაკლი კუპრაძის ადგილსამყოფელს, მათი მონახულებისა და მათი უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების მიზნით.
უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობას 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე ადმინისტრაციული წესით 11 პირია დაკავებული.