მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახე-დარი": მომავალ წელს, პროდუქციის გაძვირება მოგვიწევს

ვირი

„მომავალ წელს, პროდუქციაზე ფასების 10-15%-ით მომატება მოგვიწევს,“-ამის შესახებ BM.GE-სთან ვირის რძის მწარმოებელი ფერმის „სახე-დარის“ დამფუძნებელმა, თემურ ლომიძემ განაცხადა. რომლის მიზეზიც, მისი ინფორმაციით, გაზრდილი ხარჯებია.

„ქვეყანაში ყველაფერი გაძვირდა, ეს იქნება საკვები პროდუქტები, თანამშრომლების ხელფასები თუ იჯარა. 5 წლის წინ 1 ცალი 20 კილოგრამიანი თივა 3 ლარი ღირდა, ახლა კი მისი ღირებულება 5 ლარიდან იწყება.

ამჟამად, ფერმაში 4 ადამიანი გვყავს დასაქმებული, რომლებიც ფერმაში არსებული 100 სული ვირის მოვლას უზრუნველყოფენ. ვყიდულობ საუკეთესო ჯიშის ვირებს, რათა წარმოებული რძის რაოდენობა გავაუმჯობესოთ,“-აცხადებს ლომიძე.

მისივე ცნობით, შიდა ბაზარზე ვირის რძეზე მოთხოვნა 30-35%-ითაა გაზრდილი და ამ მიმართულებით ცნობიერება გაზრდილია.

შეგახსენებთ, ვირების ფერმა „სახე-დარი“ გარდაბნის რაიონის სოფელ სააკაძეში 20-30 ჰა ტერიტორიაზე 2016 წელს დაფუძნდა და წლიურად 700-800 ლიტრ ვირის რძეს აწარმოებს. ფერმაში სამი ძირითადი მიმართულებაა - კოსმეტიკური, ჯანმრთელობის და კვების.

ადგილობრივ ბაზარზე 1 ლიტრი ვირის რძე 70 ლარი, ხოლო 1 კგ ყველი 1500 ლარი ღირს. საპნების ღირებულება 20 ლარია, 1 გრამი სახის საცხის ფასი კი 1 ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები