მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო აუქციონზე Lamborghini-ს და Bentley-ს ყიდის

Lamborghini

სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო” ელექტრონულ აუქციონებზე LAMBORGHINI HURRACAN-ს და BENTLEY CONTINENTAL GT V8-ს ყიდის.

BENTLEY-ის საწყისი ფასი 110 000 ლარია (ბიჯი 2200 ლარი), ხოლო LAMBORGHINI-ს 480 000 ლარი (ბიჯი 9600 ლარი). აუქციონები 21 აპრილს გამოცხადდა და 5 მაისს სრულდება.

რაც შეეხება ავტომობილების აღწერილობას, მარკა.მოდელი: LAMBORGHINI HURRACAN. სახელმწიფო ნომერი: KAR3. ტიპი: კუპე. ფერი: ყვითელი 7/8. გამოშვების წელი: 2016. ავტომანქანა საშუალო შენახულობისა. აღენიშნება ჭყლეტა-ნაკაწრები, ჟანგვა-კოროზია. საჭიროებს სათუნუქე-სამღებრო სამუშაოების ჩატარებას. დაზიანებულია წინა საქარე მინა. მუშა მდგომარეობა დაუდგენელია.

აუქციონს ახლავს გაფრთხილება, რომ სატრანსპორტო საშუალება იმყოფება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ, მოქცეულია დროებითი შემოტანის პროცედურაში, ამ პროცედურის დასრულებისთვის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები არ არის შესრულებული. საქართველოს საბაჟო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, უცხოური საქონელი, რომელიც განკუთვნილია საქართველოში რეალიზაციისთვის, მოხმარებისთვის ან გამოყენებისთვის, უნდა მოექცეს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, რაც, თავის მხრივ, წარმოშობს იმპორტის გადასახდელის (იმპორტის გადასახადი, აქციზის გადასახადი) გადახდის ვალდებულებას (საჭიროებს განბაჟებას). ასევე, სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელია საურავიც, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, შეადგენს გადაუხდელი გადასახადის თანხის 0,05 პროცენტს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რომლის გაანგარიშებაც მოხდება 2024 წლის 20 აგვისტოდან. მყიდველი ვალდებულია ქონების განთავსების ადგილიდან გაყვანამდე მოახდინოს მისი რეგისტრაცია შესაბამის სამსახურში. რეგისტრაციასთან (ჩამოწერასთან) დაკავშირებული ხარჯები ეკისრება შემძენს.

მარკა, მოდელი: BENTLEY CONTINENTAL GT V8. სახელმწიფო ნომერი: KAR2. ტიპი: კუპე. ფერი: შავი. გამოშვების წელი: 2015. ავტომანქანა საშუალო შენახულობისაა. აღენიშნება ჭყლეტა-ნაკაწრები, ჟანგვა-კოროზია. საჭიროებს სათუნუქე-სამღებრო სამუშაოების ჩატარებას. დაზიანებულია წინა საქარე მინა. მუშა მდგომარეობა დაუდგენელია.

მყიდველი ვალდებულია ქონების განთავსების ადგილიდან გაყვანამდე მოახდინოს მისი რეგისტრაცია შესაბამის სამსახურში. რეგისტრაციასთან (ჩამოწერასთან) დაკავშირებული ხარჯები ეკისრება შემძენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები