„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში ახალ ქვესადგურს ააშენებს, რაზეც კომპანია $38.8 მილიონ დოლარს დახარჯავს. დღეს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა ტენდერში გამარჯვებულმა ამხანაგობა „ბემონი-იეოს“ წარმომადგენლებმა - YEO-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ თოლუნაი ილდიზმა და „ბემონი ინჟინერია და მშენებლობის“ ხელმძღვანელმა გიორგი მირცხულავამ ქვესადგურის „იდლიანი 500“ მშენებლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
ქვესადგურის მშენებლობა სვანეთში ახალი ენერგეტიკული ობიექტების პროექტებს უკავშირდება, რადგანაც მათი განხორციელების შემთხვევაში სვანეთში ქვესადგურების სიმძლავრის მატებაა აუცილებელი.
"პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოს ენერგოსისტემას შეემატება უნიკალური, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვესადგური, რომელიც უზრუნველყოფს სვანეთში მშენებარე ჰიდროელექტროსადგურების სიმძლავრეების ქსელში ინტეგრაციას, რაც ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის იმპორტზე ქვეყნის დამოკიდებულების შემცირებას.
ქვესადგურის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებს ამხანაგობა „ბემონი-იეო“ ორი წლის ვადაში დაასრულებს. პროექტის ღირებულება დაახლოებით 38,8 მილიონ დოლარს შეადგენს,"- ნათქვამია სახელმწიფო კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.