მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფო ხარისხის ხარჯზე არანაირ დაზოგვას არ აკეთებს" - ზურაბ აზარაშვილმა DRG სისტემის ამოქმედებიდან 1 წელი შეაჯამა

მინისტრი
02.12.23 23:55
1027

„DRG მოდელი შეაფასა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და ყველა აღფრთოვანებული და გაკვირვებულია იმ შედეგებით და წარმატებით, რასაც ჩვენმა ქვეყანამ ამ მოკლე პერიოდში მიაღწია“,-აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა DRG სისტემის ამოქმედებიდან 1 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვან პროგრესსა და წარმატებებს მიაღწია.

„საქართველოში DRG-ის დანერგვის შემდეგ დამოუკიდებელი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ ძალიან ბევრი შეფასებები გაკეთდა. DRG მოდელი შეაფასა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და ყველა აღფრთოვანებული და გაკვირვებულია იმ შედეგებით და წარმატებით, რასაც ჩვენმა ქვეყანამ ამ მოკლე პერიოდში მიაღწია.

ფასწარმოქმნა, მეთოდოლოგია და სხვა საკითხები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო იყენებს ჩვენი მოგონილი არაა. ეს საერთაშორისო, კარგად აპრობირებული გადახდის სისტემებია და ზუსტად იმავეს გადმოტანა მოვახდინეთ საქართველოში.

არის მაღალტექნოლოგიური ოპერაციები, რომლებიც ძალიან ძვირადღირებულია. ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფო 15,20, 25 ათას ლარს იხდის.

ჩვენ 1 წლის თავზე ვხედავთ რომ სისტემა ძალიან წარმატებულია. სახელმწიფო ხარისხის ხარჯზე არანაირ დაზოგვას არ აკეთებს, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მოქალაქეებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიეწოდოს და ამ ყველაფერში ადეკვატური ტარიფები გადავიხადოთ“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები