სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გასაყიდად გამოიტანა Rolex-ის ბრენდის სამი შვეიცარიული საათი. გამოცხადებული აუქციონების საერთო ღირებულება 244,000 ლარს შეადგენს და ისინი 25 მარტს დასრულდება.
გასაყიდად გამოტანილ საათებს შორის ყველაზე ძვირად ღირებული 149 600 ლარი ღირს. უფრო დეტალურად ლოტები ასე ნაწილდება:
- MODEL 126715CHNR, SERIAL 664177K8. ვარდისფერი ოქრო. სამაჯურზე დატანილი გრავირება: ROLEX, GENEVA, SWISS MADE, Au750, 8GY, ROLEXSA. ყუთით - საწყისი ფასი 149600 ლარი;
- სამაჯური- უჟანგავი ფოლადისა და 18K ოქროს მოპირკეთებით, სერიული ნომერი: G504P034, მოდელის ნომერი:278273, ყუთით და ბარათებით, მუშა მდგომარეობაში - საწყისი ფასი 45800 ლარი;
- MODEL 136660, SERIAL 641N9337.სამაჯურზე დატანილი გრავირება: ROLEX, GENEVA, SWISS MADE. STEELINOX, 287, ROLEXSA. ყუთის გარეშე - საწყისი ფასი 48900 ლარი.
აუქციონში მონაწილეობის მსურველმა პირმა ღირებულების ერთი მესამედის საბანკო გარანტია უნდა წარადგინოს. უცნობია თუ როგორ აღმოჩნდა აღნიშნული მაჯის საათები სახელმწიფო საკუთრებაში და უკავშირდება თუ არა მათი სახელმწიფო საკუთრებაში აღმოჩენა 2025 წლის ბოლოს გააქტიურებულ ანტიკორუფციულ ზომებს, რომლითაც ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება მოხდა.
bm.ge საათების წარმომავლობის შესახებ უფრო მეტი დეტალის გასაგებად ქონების ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა, რომელთა გამოხმაურების შემთხვევაშიც, მასალა განახლდება.






























