მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო Starlink-ის ინტერნეტის ყიდვას ყველაზე რთული ლანდშაფტის დასახლებებისთვის განიხილავს - სტრატეგია

ფშავი სოფელი

სახელმწიფო განიხილავს Starlink-ის ინტერნეტის შეძენას ყველაზე რთულად მიწვდომადი და ინტერნეტ-ინფრასტრუქტურისთვის რთული ლანდშაფტის მქონე დასახლებებისთვის, - ამის შესახებ წერია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიაში.

"მობილური კავშირგაბმულობისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით პრიორიტეტი მიენიჭება ისეთი მაღალმთიანი დასახლებების დაფარვას, სადაც დღემდე მობილური კავშირგაბმულობის მხრივ გამოწვევებია.

აგრეთვე, სახელმწიფო სხვადასხვა მიზნობრივი პროექტის მხარდაჭერით და სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროგრამის საშუალებით (საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 დადგენილების შესაბამისად) გააგრძელებს ფართოზოლოვანი ინტერნეტის საყოველთაო ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ მიმართულ ძალისხმევას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი დასახლებები, რომლებშიც მაღალია ტურისტული ნაკადები და ტურიზმის შემდგომი განვითარების პოტენციალი, რასაც საფრთხეს უქმნის სტაბილური ინტერნეტის არქონა.

სახელმწიფო აგრეთვე განიხილავს Starlink-ის ინტერნეტის შეძენას ყველაზე რთულად მიწვდომადი და ინტერნეტ-ინფრასტრუქტურისთვის რთული ლანდშაფტის მქონე დასახლებებისთვის", - წერია სტრატეგიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები