მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ტენდერებში საერთო ფასწარმოქნის პოლიტიკა უნდა შეიქმნას - "ბლექ სი გრუპი"

ბლექ სი გრუპი

სახელმწიფო ტენდერებში კონტრაქტორების შესრულებული სამუშაოების ხარისხი ხშირად კრიტიკის საგანია - დამკვეთი უწყებები ამბობენ, რომ პროექტები სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოთხოვნების მიხედვით არ სრულდება, თუმცა მეორე მხრივ ინფრასტრუქტურის მშენებლებს თავისი არგუმენტები აქვთ. კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დღეს სახელმწიფო შესყიდვებში არაერთი ხარვეზია, რაც კეთილსინდისიერ კომპანიებს ფინანსურად აზარალებს, ხოლო სხვა დანარჩენს ხარისხის ხარჯზე ფინანსების დაზოგვისკენ უბიძგებს.

"ბლექ სი გრუპის" დირექტორი ამირან მამუჭაძე ამბობს, რომ ტენდერით შეთავაზებული ფასი ხშირად არ ითვალისწინებს კონკრეტულ დანახარჯებს, რაც ბიზნესს აზარალებს. მისი თქმით, ამ მიმართულებით ძირეულ ცვლილებები და არსებულ სისტემაში საერთაშორისო ნორმების ასახვა აუცილებელია.

“დღეს სახელმწიფოში აუცილებლად ჩასატარებელია რეფორმა, უნდა შეიქმნას ერთიანი ფასწარმოქმნის პოლიტიკა უნიკალური კოდებით, რაც მსოფლიოს ყველა სახელმწიფოში არის, სადაც ყველაფერი გათვალისწინებულია. საკმაოდ კარგად არის ასახული მიმდინარე პროცესები.

დღეს ვერ ხდება სწორად ხარჯების ასახვა, რადგან არ ჩატარებულა ამ მიმართულებით არანაირი რეფორმა და ნაწილობრივ წარმოქმნილი ნორმატიულ აქტებით ხდება ფასის დადგენა.

ვფიქრობ, აუცილებლად უნდა დაიხარჯოს კონკრეტული ადამიანური რესურსი, უნდა გამოიყოს თანხა, რომლითაც იქნება შექმნილი ფასწარმოქმნის საერთო პოლიტიკა, რომელსაც გამოიყენებს ნებისმიერი უწყება, რომელიც აკეთებს სახელმწიფო ბიუჯეტით კონკრეტული პროექტების შესყიდვას,”- აცხადებს ამირან მამუჭაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები