მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფომ „გასკო +“ -ს სენაკში ქონება ₾3 მილიონად გადასცა

სენაკი

სახელმწიფომ კომპანია „გასკო +“-ს, რომელიც სენაკის გაზმომარაგებას უზრუნველყოფს, სენაკის რამდენიმე სოფელში უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით 2 952 204 ლარად გადასცა.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, სენაკის სოფლებში გოლასკურში, მუხურ-ხორგიში, რეკაში, ეკიში, საგუნიოში, საცხვიტიოსა და საადამიოში 9 ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა. კომპანიამ 2 952 204 ლარის გადახდა 2032 წლიდან უნდა დაიწყოს და გაწერილი გრაფიკის მიხედვით 10 წელიწადში უნდა დაფაროს.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანია გასკო + 2007 წელსაა დაფუძნებული, მისი 100%-იანი წილის მფლობელი საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე ირაკლი ბიწაძეა. ის წილებს ასევე ფლობს კომპანიებში იტალ +-ში, კაცხი +-ში, ოქტანი 2020-ში, საქთხევადგაზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები