მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფომ რიკოთის გზის მშენებელ ერთ-ერთ ჩინურ კომპანიაზე 56 561 კვ.მ მიწა ₾2 325 იჯარით გასცა

რიკოთი

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ახალი მაგისტრალის მშენებელ ერთ-ერთ კომპანიას, China Road and Bridge Corporation-ს სახელმწიფომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 56 561 კვ.მ-ის მიწა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები თვიურად 2 325 ლარად მიაქირავა.

ირაკლი კობახიძის მიერ 8 აპრილს ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, ხელშეკრულება ძალაში 2024 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით იქნება.

საუბარია სოფელ ჯურუყვეთში მდებარე უძრავ ქონებაზე. განკარგულების აღსრულების უზრუნველყოფა ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა.

შეგახსენებთ, 51.6 კილომეტრის სიგრძის მქონე რიკოთის გზის მშენებლობა ოთხ სექციად არის დაყოფილი, ოთხივე სექციაზე ჩინური სახელმწიფო სამშენებლო კომპანიები მუშაობენ.

  • ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) - 11.7 კმ, კონტრაქტორი China State Construction Engineering Corporation Limited, ღირებულება 330 მილიონი ლარი;
  • ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) - 12,2 კმ, კონტრაქტორი Hunan Road and Bridge Construction Group, ღირებულება 732 მილიონი ლარი;
  • უბისა-შორაპნის მონაკვეთი (III სექცია) - 13 კმ, კონტრაქტორი China Road and Bridge Corporation, ღირებულება 902 მილიონი ლარი;
  • შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) - 14,7კმ, კონტრაქტორი Guizhou Highway Engineering Group და China National Technical Import and Export Corporation, ღირებულება 583 მილიონი ლარი.

ახალი მაგისტრალი 96 ხიდს და 53 გვირაბს მოიცავს.

BMG-ზე ნახავთ ყველა მთავარ სიახლეს რუბრიკაში ახალი ამბები საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები