მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახლები 3 ევროდან - იტალიის მორიგი შეთავაზება

იტალია

იტალია ერთ-ერთია იმ ქვეყანათა ჩამონათვალში, რომლებიც, დაუსახლებელ პუნქტებში მოსახლეობის გაზრდის მიზნით, ნებისმიერ მსურველს სახლებს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობენ. მაგალითად, 2019 წელს სიცილიაში, იტალიურ სოფელ სამბუჩაში, უძრავი ქონების შეძენა 1 ევროდან იყო შესაძლებელი.

შეთავაზებამ იმდენად გაამართლა, რომ აშშ-დან თუ შუა აღმოსავლეთიდან იტალიაში დასახლების მსურველებმა ადგილობრივ ეკონომიკაში 20 მილიონი ევროს კონტრიბუცია შეიტანეს.

სწორედ ამიტომ, იტალიის მთავრობამ აუქციონზე იაფიანი ბინების გამოტანის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიიღო, თუმცა პირობები შეცვლილია. თუ 2019 და 2021 წლებში გასაყიდად გამოტანილი სახლის ღირებულება 1 ევროდან იწყებოდა, დღეს მათი საწყისი ღირებულება 3 ევრომდე გაიზარდა.

აუქციონის წესით, ათი სახლიდან ერთ-ერთს ის შეიძენს, ვინც მასში ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდის, რაც, შემოთავაზებული სიმბოლური 3 ევროს ნაცვლად, ხშირად 5-დან 10 ათასამდე ევროს აღწევს.

აღსანიშნავია, რომ გასაყიდად გამოტანილი სახლები სიცილიის ერთ-ერთ უძველეს უბანში, სარაჩენში მდებარეობს. სახლების უმრავლესობა 1969 წელს, მასშტაბური მიწისძვრის შემდეგ მიატოვეს, რის გამოც არც ერთი მათგანი საცხოვრებლად მზა კონდიციაში არ იმყოფება - სახლის შეძენის შემთხვევაში მყიდველმა მისი შეკეთებისთვის საჭირო 30-დან 200 ათასამდე ევროს ინვესტიცია უნდა გაითვალისწინოს და სარემონტო პროცესი 3 წელიწადში უნდა დაასრულოს.

სახლების უმრავლესობა ორ-სამ სართულიანი, ორი-სამი საძინებლით დაკომპლექტებული 80 კვადრატულ მეტრიანი ნაგებობაა, ზოგიერთ მათგანს საკუთარი ტერასაც მოჰყვება. დაინტერესებულ პირებს კი დამატებითი ინფორმაციის მოძიება და სააპლიკაციო ფორმების შევსება სიცილიის ქალაქის საბჭოს ვებსაიტზე შეუძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები