მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საკმარისი ავიამეთვალყურეები არ არიან და ევროპას სპეციალისტების მოსამზადებლად მინიმუმ 2 წელი სჭირდება - Wizz Air

6450d9b59febc
BM.GE
02.05.23 23:49
652
Wizz Air-ის წარმომადგენელმა, ეველინ ჯეკელმა MBGTV-ის გადაცემაში "საუბრები ავიაციაზე" გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, სანავიგაციო მომსახურების შეფერხება უკვე საერთო პრობლემა გახდა და ეს იმის არის გამოწვეული, რომ საკმარისი ავიამეთვალყურეები არ არიან.

"პუნქტუალურობა ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენი გუნდისთვის დიდი გამოწვევა იყო როგორ მოგვეგვარებინა პრობლემა, რომელიც შეიქმნა მომსახურების მომწოდებლების მხრიდან, კომპანიები რომლებიც ჩამოშლის პირას იყვნენ. ამ პრობლემის გადაწყვეტისთვის იძულებული გავხდით, თითოეულ ავიარეისზე თვითმფრინავის მიწაზე დგომის დრო 20 წუთით გაგვეზარდა. მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავის მაქსიმალური უტილიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, იძულებული ვიყავით მიგვეღო ეს მძიმე გადაწყვეტილება, კიდევ და კიდევ სერვისის მომწოდებელი კომპანიების სირთულეების გამო და ჯერ კიდევ ეს სირთულეები არსებობს განსაკუთრებით სანავიგაციო მომსახურების მოწოდების კუთხით. სანავიგაციო მომსახურების შეფერხება სამწუხაროდ უკვე საერთო პრობლემა გახდა, რომელიც პანდემიამდეც არსებობდა და ეს გამოწვეულია იმით, რომ არ არის საკმარისი ავიამეთვალყურეები და ევროპას მინიმუმ დამატებით 2 წელი სჭირდება, რომ მომზადდეს საკმარისი რაოდენობის სპეციალისტები. ეს 2 წელი გვქონდა პანდემიის პერიოდში, მაგრამ სამწუხაროდ, პრობლემის მოსაგვარებლად ეს დრო შესაბამისი კომპანიების მიერ არ იყო გამოყენებული.

პრობლემა უფრო გამწვავდა იმის გამო, რომ პოსტ-პანდემიურ პერიოდში იმდენად გაიზარდა ფრენების რაოდენობა, რომ სანავიგაციო მომსახურების კომპანიები ვერ უზრუნველყოფენ მომსახურების მიწოდებას. ამას ემატება თანამშრომლების გაფიცვები საფრანგეთში, გერმანიაში და ეს აისახება არამარტო ჩვენზე, არამედ ყველა სხვა ავიაკომპანიაზე. ცხადია, მაქსიმალურად ვცდილობთ, მოვაგვაროთ შიდა პრობლემები, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, მოხდეს ევროპაში სანავიგაციო მომსახურების მიწოდების უნიფიცირება ან შემუშავებულ იქნას გეგმა თუ, როგორ უნდა განხორციელდეს სანავიგაციო კომპანიების სათანადო პერსონალით უზრუნველყოფა. სამწუხაროდ არ მგონია, ეს ყველაფერი მოხდეს ახლო მომავალში. ჩვენ ამ პროცესზე გავლენას ვერ ვახდენთ და ვერ ვაჩქარებთ. ჩვენ მხოლოდ მოვუწოდებთ სერვისის განვითარებისკენ და გაუმჯობესებისკენ. სანავიგაციო მომსახურება არის ერთ -ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც ყველაზე ძალიან მაშფოთებს ზაფხულის სანავიგაციო სეზონთან მიმართებაში.

ასევე გამოწვევების აეროპორტების და ჰოლდინგური კომპანიების მიმართულებით, რომლებსაც გაცილებით კარგი შედეგები აქვთ პერსონალის დაკომპლექტების კუთხით, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი კადრების ძალიან დიდი სიმწირეა. იგივე სიტუაციაა ტურიზმის სფეროში, გასტრონომიულ მიმართულებაში და დარწმუნებული ვარ მსგავსი გამოწვევები გაქვთ საქართველოშიც. მთლიანობაში აეროპორტებმა ძალიან კარგად იმუშავეს ამ პრობლემაზე და ჩვენ კმაყოფილები ვართ, რასაც ვერ ვიტყვით სანავიგაციო კომპანიებზე. სწორედ მათ გამო, ჩვენ კვლავაც გვექნება დაგვიანება და ჩვენ ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ ამ ტრენდს, თუმცა ეს არ იქნება ადვილი განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე", - განაცხადა ეველინ ჯეკელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები