მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკოლექციო 8000 ევროს ბანკნოტის ყიდვა აუქციონზეა შესაძლებელი - რა არის მისი ფასი

EURO 8000

ევროს პირველი საკოლექციო ბანკნოტი, რომელიც საქართველოს უკავშირდება, 2024 წლის ოქტომბერში ჰოლანდიაში დაიბეჭდა.

ბანკნოტი, რომელიც 5000 ცალისგან შედგება, ევროპის ცენტრალური ბანკის თანხმობით, კომპანია Treasurium-მა შეიმუშავა და დააფინანსა. კომპანია Treasurium-ის გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ ბანკნოტის შეძენა 17 დეკემბერს აუქციონზე იქნება შესაძლებელი.

"17 დეკემბერს საქართველოს პირველი საკოლექციო ევრო ბანკნოტი გაიყიდება. ნიდერლანდების სამეფოში არსებული სააუქციონო სახლის, Crown Currency Auction-ის მიერ ჩატარდება აუქციონი, რომელზეც საქართველოს პირველი საკოლექციო ევრო ბანკნოტი თბილისის დროით 18:00-ზე გაიყიდება!სპეციალური სერიული ნომერი 01991 საგანგებოდ შეირჩა, 1991 წელს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის საპატივცემულოდ.

კომპანია თრეჟარიუმის მიერ საგანგებოდ შერჩეული სერიული ნომრით საქართველოს პირველ საკოლექციო ევრო ბანკნოტის აუქციონზე გაყიდვის შემდეგ, ბანკნოტის შეძენა ნებისმიერ მსურველს შეეძლება! ბიდის განთავსება ონლაინ უკვე შესაძლებელია! - აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე გაიარონ https://www.crowncurrencyauctions.com/.../georgia-8000-euro," - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ბანკნოტზე ქვევრებია გამოსახული, ასევე აქვს წარწერა "შენ ხარ ვენახი" და "საქართველო ღვინის სამშობლო".

ბანკნოტი არ არის დაკავშირებულ საქართველოს ეროვნულ ბანკთან, რადგანაც სებ-ი ევროს ნიშნით საკოლექციო ფულის ნიშნების დაბეჭდვის უფლებას არ ფლობს. ბანკნოტის გამოშვების ინიციატივა სრულად შემუშავებულია კომპანია Treasurium-ის მიერ და წარმოადგენს კერძო ინიციატივას. ბანკნოტი ევროპის ცენტრალური ბანკის თანხმობით დაიბეჭდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები