მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საკონკურსო კომისიამ საქართველოს ეროვნული ბანკის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორები შეარჩია

632b0fc9f3233
BM.GE
21.09.22 17:15
643
პარლამენტის საკონკურსო კომისიამ საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2023 წლის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022-2023 წლის ანგარიშგების აუდიტების განხორციელებისთვის აუდიტორები შეარჩია.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ეროვნული ბანკის გარე აუდიტის ჩასატარებლად გამარჯვებულად საერთაშორისო აუდიტორული კომპანია KPMG, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორად PricewaterhouseCoopers დასახელდა. ორივე კომპანია ე.წ. „დიდი ოთხეულის“ წევრია.

საკონკურსო კომისიამ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს, ტექნიკური და ფინანსური წინადადებების გათვალისწინებით, გამარჯვებულები დღეს გამოავლინა. კომისიის მიერ შერჩეული კომპანიები პარლამენტს დასამტკიცებლად სესიაზე წარედგინება.

კონკურსში მონაწილე აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილი დალუქული კონვერტები, კერძოდ ტექნიკური წინადადებები კომისიის წინა სხდომაზე, ხოლო ფინანსური წინადადებები დღეს, აუდიტორული ფირმების წარმომადგენლების თანდასწრებით გაიხსნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები