მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსული კანონის" მოქმედება არ შეაჩერა - საქმის განხილვა გრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლო

არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე - ასეთია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება "რუსულ კანონთან" დაკავშირებით.

საკონსტიტუციო სასამართლომ საოქმო ჩანაწერი დღეს, 9 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

მოსარჩელეები პირველ რიგში მოითხოვდნენ, საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხის განხილვის დასრულებამდე კანონის მოქმედების შეჩერებას, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმის განხილვის დასრულებამდე "რუსული კანონის" არც ერთი მუხლის მოქმედება არ ჩერდება.

გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით - საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი სადავო ნორმების შეჩერების შესახებ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის არდაკმაყოფილების თაობაზე“.

ასევე, გადაწყვეტილებას თან ერთვის ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი. არც ერთი თანდართული დოკუმენტი გამოქვეყნებული არ არის. თუმცა, ჩანაწერის მიხედვით, გოცირიძე თვლიდა, რომ საქმე უნდა შეწყვეტილიყო კანონის 78-ე ევროინტეგრაციის მუხლთან შეუსაბამობის ნაწილში. ტუღუში და კვერენჩხილაძე კი, ე.წ. გამჭვირვალობის კანონის შეჩერებას უჭერდნენ მხარს.

საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვა 29 აგვისტოს დაიწყო და 3 დღე გაგრძელდა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, ნორმები არ შეჩერდა, თუმცა საქმის არსებითი განხილვა კვლავ გრძელდება.

"რუსული კანონის" წინააღმდეგ სასამართლოში 4 სარჩელია შესული: (პრეზიდენტი, 32 ოპოზიციონერი დეპუტატი, 122 არასამთავრობო, 2 მედია) რომელიც სასამართლოშია შესული.

"რუსული კანონის" კონსტიტუციურობა/არაკონსტიტუციურობაზე პლენუმმა შემდეგი შემადგენლობით მსჯელობს: მერაბ ტურავა; ევა გოცირიძე; გიორგი თევდორაშვილი; ირინე იმერლიშვილი; გიორგი კვერენჩხილაძე; ხვიჩა კიკალიშვილი; მანანა კობახიძე; ვასილ როინიშვილი; თეიმურაზ ტუღუში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები