მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკონსტიტუციო სასამართლოს თანხმობით, მოლდოვის კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის მიზანი ჩაიწერება

მოლდოვა

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ 20 ოქტომბრის რეფერენდუმის შედეგები აღიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ მოლდოვის მიზანს ევროინტეგრაცია წარმოადგენს.

„მოლდოვამ გადადგა ისტორიული ნაბიჯი, საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება რომლის მიხედვითაც ჩვენს კონსტიტუციაში ჩაიწერება ევროკავშირში ინტეგრაცია, რაც ახლახან ჩატარებულ რეფერენდუმზე ჩვენი ხალხის მიერ გამოხატულ ნებას ასახავს“, - დაწერა სოციალურ ქსელში მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ.

ცნობისთვის, 20 ოქტომბერს ჩატარებულ რეფერენდუმზე პროდასავლურად განწყობილთა რაოდენობამ მცირედით აჯობა პრორუსულად განწყობილ მოსახლეობას და ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილი 50.35%-მა დააფიქსირა.

რეფერენდუმი საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდა, რომელშიც მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ამომრჩეველთა 50%-ის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, შესაბამისად, დაინიშნა არჩევნების მეორე ტური, რომელიც 3 ნოემბერს გაიმართება. პროევროპულად განწყობილი სანდუს კონკურენტი ყოფილი გენპროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლოა, რომელიც პრორუსული პარტიის მხარდამჭერია.

ცნობისთვის, მოლდოვამ და უკრაინამ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები