მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საკონტეინერო გადაზიდვები 7-8%-ით გაიაფდა" - TOPTRANS-ის დირექტორი

საკონტენერო გადაზიდვები

სუეცის არხი, რომელიც ჰუსიტების თავდასხმის გამო დროებით ჩანაცვლებულია, ჯერჯერობით ისევ რისკების შემცველია, თუმცა ახალ მარშრუტზე გადაწყობა კომპანიებმა სრულად შეძლეს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ 2024 წლის მარტის დასაწყისისთვის საკონტეინერო გადაზიდვების ინდექსი პიკურ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 17%-ით შემცირდა, რაც ბაზრის დასტაბილურების საფუძველს იძლევა.

ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებას ადასტურებენ გადამზიდი კომპანიებიც. მათი თქმით, ახალ მარშრუტზე ახალი საკონტეინერო გემების მიწოდებაც გაიზარდა. TOPTRANS-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი აცხადებს, რომ ტრანსპორტირების ტარიფი პიკურ მაჩვენებელთან შედარებით 7-8%-ით არის შემცირებული. ზურა კვარაცხელიას თქმით, სავარაუდოდ, ტარიფი 15%-მდე კიდევ შემცირდება. მისი განმარტებით, ტარიფის მეტად შემცირება ახალი მარშრუტის პირობებში შეუძლებელია.

"კომპანიებმა, რომლებსაც თავიანთ მფლობელობაში აქვთ გემები და კონტეინერები, უფრო მეტი რაოდენობის გემების ჩაშვება დაიწყეს ამ მიმართულებაზე, მხოლოდ ამან შეცვალა სიტუაცია და საზღვაო ხაზების მხრიდან სიტუაციას ადაპტირებისა და ჩართულობის ხარჯზე დარეგულირდა ვითარება. საკონტეინერო გადასახადის ღირებულება 7-8%-ით შემცირდა.

ვფიქრობ, მკვეთრი ცვლილებები გადასახადის ნაწილში ვერ მოხდება, რაც განპირობებულია დიდი მარშრუტის გავლის პირობებში არსებული ხარჯებით. გემები აფრიკის კონტინენტს უვლიან, რაც უფრო მეტ საწვავს მოითხოვს და ამას ამავდროულად ემატება დაზღვევის ხარჯებიც. ზოგი კომპანია დღეს რისკების გათვალისწინებით სუეცის არხის გავლით მაინც დადის, თუმცა გადაზიდვის ხარჯი ძალიან დიდია", - ამბობს კომპანია TOPTRANS-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი ზვიად კვარაცხელია.

შეგახსენებთ, წითელ ზღვაში კრიზისი სავაჭრო გემებზე ჰუსიტების გაზრდილმა თავდასხმებმა შექმნა, რის გამოც გემების უმრავლესობა უპირატესობას აფრიკის კონტინენტის შემოვლას ანიჭებს, რამაც გზა დააგრძელა და გადაზიდვებიც გააძვირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები