მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკრედიტო-საგარანტიო სქემისთვის 330 მილიონი ლარი გამოიყოფა, აქედან 30 - მისოებისთვის

5ed8cdb58dbf4
BM.GE
04.06.20 14:29
1069
საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ცვლილებები შედის - პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარიდან 300 მილიონ ლარამდე იზრდება. ცვლილების პროექტი დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. ამასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მედიასთან ისაუბრა.

ნათია თურნავას განმარტებით, საკრედიტო-საგარანტიო სქემაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე შევიდა - პროგრამაში ბანკების გარდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც ერთვებიან, რისთვისაც დამატებით 30 მლნ ლარის ბიუჯეტი გამოიყოფა.

„ანუ, მთლიანად საკრედიტო-საგარანტიო სქემისთვის 330 მილიონი ლარის ბიუჯეტი გამოიყოფა, რაც ნიშნავს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხების მიმღები მიკრო და მცირე ბიზნესები 20 000 ლარის და ზევით სესხის მიღების მსურველები შეძლებენ, რომ ისარგებლონ ჩვენი თანაუზრუნველყოფით სესხის 90% -ის ოდენობით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

შესაბამისად, მინისტრის განმარტებით, პრაქტიკულად, სახელმწიფოს უზრუნველყოფილი სესხი იქნება არამარტო ბანკის, არამედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტებისთვისაც იმ შემთხვევაში, თუ, ის განკუთვნილი იქნება გარკვეული ბიზნესსაქმიანობისთვის. „ეს იმის წინაპირობაა, რომ როგორც კი სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შევა, ჩვენ უკვე ეს პროგრამა სრულფასოვნად ავამოქმედოთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები