მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საკვების დეფიციტის რისკის გამო უკრაინა ზოგიერთი პროდუქტის ექსპორტს აჩერებს

62259b64010e6
ელენე გოგბერაშვილი
07.03.22 09:35
689
უკრაინამ  ზოგიერთი საკვები პროდუქტის ექსპორტი შეაჩერა. ინფორმაციას CNN უკრაინის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მიზეზი საკვების დეფიციტის რისკია.

"ხორცის, ჭვავის, შვრიის, წიწიბურის, შაქრის, ფეტვისა და მარილის ექსპორტი შეჩერდება. ხორბლის, სიმინდის, ფრინველის, კვერცხისა და ზეთის ექსპორტი დაიშვება მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროს ნებართვით"- ნათქვამია განცხადებაში.

როგორც CNN წერს, ქვეყნის მასშტაბით სუპერმარკეტებს პროდუქციის ნაკლებობა აქვთ, რადგან მიწოდების მარშრუტები გართულებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები