მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Salesforce-მა $3.6 მილიარდად ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა Fin-ი შეიძინა

Salesforce და Fin

პროგრამული უზრუნველყოფის ამერიკულმა კომპანია Salesforce-მა მომხმარებელთა მომსახურებაზე ორიენტირებული ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა Fin-ი $3.6 მილიარდად შეიძინა.

არსებული ინფორმაციით, გარიგება 2027 ფისკალური წლის მეოთხე კვარტალში დასრულდება. პროცესების შედეგად, Fin-ი Salesforce-ის მთავარ პროგრამა Agentforce-თან გაერთიანდება. ეს ნაბიჯი კი კომპანიას ახალი AI ინსტრუმენტების დანერგვის და მომხმარებლებისთვის მეტი ტექნოლოგიური გადაწყვეტის შეთავაზების საშუალებას მისცემს.

ცნობისთვის, Fin-ის მთავარი პროდუქტი სპეციალური აგენტია, რომელიც ელექტრონული ფოსტის, WhatsApp-ისა და სხვა საკომუნიკაციო პლატფორმების მეშვეობით მიღებული მოთხოვნების დამუშავება შეუძლია.

Fin-თან დადებულ გარიგებასთან დაკავშირებით მედიასთან უკვე ისაუბრა Salesforce-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ბენიოფმა. მისი განცხადებით, ახალი პარტნიორობა დაეხმარება ყველა ზომის კომპანიას, რომ საიმედო აგენტების მეშვეობით საქმიანობა გაიმარტივონ და უფრო უკეთესი შედეგები მიიღონ. რაც შეეხება Fin-ის პოზიციას, მისი ხელმძღვანელის, ოუენ მაკკეიბის განმარტებით, ორი ტექ-კომპანიის გაერთიანებული რესურსებით ინოვაციების შექმნის პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები