ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Salesforce-ი ქოლ-ცენტრების ავტომატიზაციაზე მომუშავე ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Cresta-ს ყიდულობს. როგორც ირკვევა, მხარეებს შორის ფინანსური მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია და გარიგების ღირებულება $2.7 მილიარდს შეადგენს.
ოფიციალური განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით კომპანიის გაძლიერებასა და მზარდ კონკურენციასთან AI-ხელსაწყოებით გამკლავებას.
პარალელურად, მიმდინარე წლის სექტემბერში კომპანიამ ანალოგიური პროფილის მქონე პროვაიდერი Fin-ი $3.6 მილიარდად უკვე შეისყიდა და 2027 წელს კომპანია დამატებითი ტრანზაქციების განხორციელებასაც არ გამორიცხავს.
ცნობისთვის, Cresta 2017 წელს სტენფორდის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში შეიქმნა. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი Google-ის ხელოვნური ინტელექტის პროექტების ყოფილი ხელმძღვანელი, სებასტიან ტრუნია. სტარტაპი AI-აგენტურ სერვისს ქმნის, რომელსაც ქოლ-ცენტრების ოპერატორების ჩანაცვლება შეუძლია.
























