ესტონეთმა საქართველოს კიდევ 19 მოქალაქე დაასანქცირა. გასული წლიდან ესტონეთს ჯამში საქართველოს 102 მოქალაქისთვის აქვს ქვეყანაში შესვლა აკრძალული.
"ეს პირები პირდაპირ ან ირიბად არიან პასუხისმგებელნი მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერების სამართლებრივ დევნაზე", - აცხადებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა.
სანქცირებულთა შორის არიან მოსამართლეები, პროკურორები, პარლამენტის წევრები, იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი.
ესტონეთის მიერ 17 ივლისს სანქცირებული პირები არიან:
- ნინო გალუსტაშვილი;
- გიორგი გვარაკიძე;
- ალუდა ღუდუშაური;
- ილია ინჯია;
- ანი ხუბეჯაშვილი;
- მარიამ ლაშხი;
- გურამ მაჭარაშვილი;
- მარი მეშველიანი;
- ვიქტორ მეტრეველი;
- ჯვებე ნაჭყებია;
- ნინო სახელაშვილი;
- პაატა სალია;
- თენგიზ შარმანაშვილი;
- ირაკლი შვანგირაძე;
- სოზარ სუბარი;
- ალექსანდრე ტაბატაძე;
- სულხან თამაზაშვილი;
- ნათია თათიაშვილი;
- ირაკლი ქადაგიშვილი.


























