მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სალომე ზურაბიშვილი, დღეს ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში წარდგება

პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დღეს ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში წარდგება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებს ყოველწლიურ მოხსენებას საგაზაფხულო სესიის გახსნისას, პლენარულ სხდომაზე წარუდგენს.

„როგორც იცით, პარლამენტის რეგლამენტით, მათ შორის ბოლო ცვლილების საფუძველზე დადგენილია, რომ პრეზიდენტის მოხსენება საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, უნდა შეთანხმდეს პარლამენტის თავმჯდომარესთან. პრეზიდენტმა განაცხადა თანხმობა, რომ ის პირველ სხდომაზე მოვა და შესაბამისად, 6 თებერვალს იქნება მისი ყოველწლიური მოხსენება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები