მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სალომე ზურაბიშვილს შეუძლია იაროს სადაც სურს, მაგრამ საქართველოს არ წარმოადგენს - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ნებისმიერ ქვეყანაში წავიდეს. შეუძლია, იაროს, სადაც სურს, მაგრამ საქართველოს არ წარმოადგენს, რადგან მას ასეთი წარმომადგენლობის შესაბამისი მანდატი არ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკას“ რუმინეთში განუცხადა.

„შემაშფოთებელია, როცა პრეზიდენტი უხეშად და საჯაროდ არღვევს კონსტიტუციას, ეს უკვე განმეორებით ხდება, პრეზიდენტი უნდა იყოს მაგალითი კონსტიტუციისა და კანონის დაცვის მაშინ, როცა თავად დემონსტრაციულად არღვევს ქართველი ხალხის დაწესებულ წესებს, ამით თავის თავს კონსტიტუციის მიღმა აყენებს.

ჩვენთან ადამიანს გადაადგილების უფლება გარანტირებული აქვს საქართველოს იგივე კონსტიტუციით, რომელსაც პრეზიდენტი არღვევს, მას კონსტიტუცია გადაადგილების სრულ თავისუფლებას ანიჭებს და მას შეუძლია, თავისუფლად გადაადგილდეს და ნებისმიერ ქვეყანაში წავიდეს.

შეუძლია, იაროს, სადაც სურს, მაგრამ რა თქმა უნდა, საქართველოს არ წარმოადგენს, რადგან მას ასეთი წარმომადგენლობის შესაბამისი მანდატი არ აქვს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები