სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს, ალან კარისს შეხვდა. ამის შესახებ ზურაბიშვილმა სოციალურ პლატფორმა X-ზე განაცხადა.
"შევხვდი ალან კარისს და განვიხილეთ რუსეთის ჰიბრიდული ჩარევა საქართველოში, რომლის მიზანია არჩევნები და დემოკრატია საქართველოში. ხაზი გაესვა ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გადაუდებეL საჭიროებას", - წერს ზურაბიშვილი.
აღსანიშნავია, რომ მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი არაერთი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის ლიდერს შეხვდა. გარდა ამისა, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში საქართველოს შესახებ. ამასთან, კონფერენციაში მონაწილეობას პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, გიორგი გახარიაც იღებს.