მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სალომე ზურაბიშვილი კაია კალასს შეხვდა

ზურაბიშვილი კალასი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასს შეხვდა. ამის შესახებ თავად ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

“შევხვდი კაია კალასს და გადავეცი ქართული მედიის წარმომადგენელთა მიმართვები ჩვენი პარტნიორებისგან მხარდაჭერის გაზრდის შესახებ. ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ერთადერთი გზა საქართველოს კრიზისიდან გამოსაყვანად“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციას ესწრება, რომლის პარალელურადაც შეხვედრებს მართავს ევროპელ ლიდერებთან.

როგორც ზურაბიშვილის პრესსამსახური იტყობინება, მიუნხენის კონფერენციის მუშაობის მესამე დღეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ორ პანელურ დისკუსიას დაესწრება და საერთაშორისო ორგანიზაციის ლიდერებს შეხვდება. მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილია პანელური დისკუსია "რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკა ევროპაში”, რომლის მოდერატორიც იქნება კონფერენციის ვიცეთავმჯდომარე რაინერ რუდოლფი. დღესვე შედგება პანელი "უსაფრთხოების სერია", სადაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი დისკუსიაში მონაწილეობას მწერალთან და პუბლიცისთან ენ ეპლბაუმთან ერთად მიიღებს. მიუნხენში დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთანაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები