საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
"განვიხილეთ საქართველოს მდგომარეობა და მზარდი რეპრესიები. ვინც რუსეთის ბრძანებებს აღასრულებს, პასუხი უნდა აგოს. მადლობელი ვარ ლიეტუვის მხარდაჭერისთვის ჩვენს ბრძოლაში ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ზურაბიშვილმა ასევე გამართა აუდიენცია ევროპარლამენტარ ნატალი ლუაზოსთან:
"მიუნხენში, ამერიკის ვიცეპრეზიდენტის სკანდალური გამოსვლის შემდეგ, სასიამოვნო იყო საქართველოს პრეზიდენტის ნახვა. სალომე ზურაბიშვილი ლიდერია, რომელსაც ევროპის სჯერა, იცის, საიდან მომდინარეობს საფრთხე და ვინ ესხმის თავს ჩვენს დემოკრატიას", - წერს ნატალი ლუაზო X-ზე.
სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, იგი შევხდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს, კეტრინ დე ბოლს. შეხვედრა შედგა ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარ რინკევიჩთანაც.
Met with President @GitanasNauseda to discuss Georgia’s situation and growing repression. Those enforcing Russia’s orders must be held accountable. Grateful for 🇱🇹’s support in our fight for new, free, and fair elections. #MSC2025 pic.twitter.com/H0zd3xkZZZ
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) February 14, 2025