მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდა

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც ის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.

არსებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად არავის მიუწვევია.

ასევე, ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერები დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრებიან. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები