მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სალომე ზურაბიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არჩევნების შემდეგ წარადგენს

პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არჩევნების შემდეგ წარადგენს. პრეზიდენტის თქმით, მან ამ გადაწყვეტილებით ანგარიში გაუწია 4 პარტიას, რომლებმაც „ქართულ ქარტიას“ მოაწერეს ხელი.

"ვთვლი, რომ ნეიტრალური პრემიერი, რომელიც არ არის პოლიტიკური ფიგურა, იმ გაგებით, რომ არ არის პოლიტიკური პარტიებიდან წამოსული - ეს ბევრად ადვილია პარტიებისთვის შეჯერდნენ, რადგან მათი ხედვები არის სხვადასხვა. პრემიერობის ერთი კანდიდატი მყავს, ძალიან ბევრი ვიფიქრე, ვეძებე და შევჯერდი.

მე ანგარიშს ვუწევ 4 პარტიას, რადგან არ უნდა იყოს არანაირი დისონანსი, მათგან მოვისმინე, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს არჩევნების შემდეგ. ქარტიაში არ წერია, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არჩევნებამდე უნდა იყოს წარდგენილი თუ მანამდე და რადგან უმრავლესობის ხედვა იყო, რომ არჩევნების შემდეგ ჯობს, იყოს", - განაცხადა პრეზიდენტმა ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა ე.წ. ტექნიკურ მთავრობაზე და განმარტა, რომ ის შეიძლება იყოს მთლიანად ტექნიკური ან შერეული, რაზე მსჯელობაც ასევე არჩევნების შემდეგ დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები