საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კატრინ კოლონას შეხვდა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ზურაბიშვილს ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერა დაუდასტურა.
“მან ასევე ხაზი გაუსვა რეფორმების გაძლიერების საჭიროებას კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად იმ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, რომლებიც საქართველოს ევოკომისიამ 2022 წლის ივნისში გადასცა. სწორედ ამ რეფორმების შემდეგ განიხილავს კომისია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს",-წერია განცხადებაში.
ამას გარდა, კოლონა მიესალმა საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოური გავლენების შესახებ მომზადებული კანონპროექტის ჩაგდებას. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტმა ასევე დაადასტურა ორმხრივი ურთიერთობების გაღმავების მხარდაჭერა რუსეთის მიერ ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობების ფონზე.



























