პრეზიდენტ ზურაბიშვილთან საუბარში ქართველ ხალხს მივულოცე ევროკომისიის მიერ საქართველოს ძალისხმევების პოზიტიური შეფასება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“ჩვენი სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უკრაინელებს მიულოცა და მე მეგობარ ქართველ ხალხს მივულოცე ევროკომისიის მიერ ევროკავშირის გზაზე უკრაინისა და საქართველოს ძალისხმევების პოზიტიური შეფასება.
საქართველოსადმი ჩემი მადლიერება გამოვხატე მალტაში “მშვიდობის ფორმულის” ბოლო შეხვედრაზე წარმომადგენლის გაგზავნისთვის.
ასევე, ვახსენე უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის შესაბამის სამედიცინო მკურნალობაზე წვდომის თემა”, - წერს ზელენსკი.