მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სალონი „ბარექსი“ მხოლოდ აცრილ პირებს მოემსახურება

613772d3654fe
ვიქტორია მღებრიშვილი
07.09.21 19:55
2214
სალონ „ბარექსის“ დირექტორი მიშა გასიტაშვილი facebook-ის გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით, სალონი მხოლოდ ვაქცინირებულ პირებს მოემსახურება.

BM.GE სალონის ხელმძღვანელის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მე, როგორც “ბარექს” ჯგუფის დირექტორმა, მივიღე გადაწყვეტილება ჩვენთან სალონში მივიღოთ მხოლოდ ვაქცინირებული მომხმარებელი. ჩემი ვალდებულებაა დავიცვა როგორც ჩემი მომხმარებლის, ასევე ჩემი თანამშრომლების ჯანმრთელობა.

ვაქცინაცია კი ერთადერთი სწორი გზა არის ამ პანდემიის დროს - ასე დავიცვათ როგორც საკუთარ, ასევე სხვა ადამიანების უსაფრთხოებას.

ჯანმრთელობას გისურვებთ ყველს“, - წერს მიშა გასიტაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები