საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა 3 თვის მონაცემებით, ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
"მიმდინარე წლის იანვარი-მარტის თვეების მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 20938 ლიტრი აღურიცხავი ნავთობის (დიზელი) შენახვა-ტრანსპორტირება-რეალიზაციის 3 სამართალდარღვევა გამოავლინეს.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 155'1 მუხლის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირებს შეეფარდათ ადმინისტრაციული სახდელები და საქმეები ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა შესაბამის სასამართლო ორგანოებს", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.