მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამაგისტრო პროგრამების ნაწილზე ჩაბარებისას სტუდენტისთვის ჯარი მხოლოდ 1 წლით გადავადდება

ჯარისკაცები

უმაღლეს სასწავლებლებში სწავლება ნაწილობრივ დისტანციური ხდება. ამასთან, მთავრობა გეგმავს, რომ რიგ მიმართულებზე 2025 წლიდან ბაკალავრიატი 3 – წლიანი, ხოლო მაგისტრატურა 1-წლიანი გახდეს. არსებული ინფორმაციით, ცვლილება პირველ ეტაპზე შეეხება ბიზნეს ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამას.

საქართველოს მთავრობის მიერ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, 60-კრედიტიანი (1 წლიანი) სამაგისტრო პროგრამით სტუდენტები სადოქტორო პროგრამაზე სწავლას ვერ გააგრძელებენ.

"პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების შესაბამისად, შესაძლებელი იქნება არანაკლებ 60 კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის (გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამებისა) შემუშავება, რომლის დასრულებაც სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების საფუძველი არ იქნება. არანაკლებ 60 კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობა არ იქნება საერთო სამაგისტრო გამოცდა. არანაკლებ 60 კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარებისას სტუდენტისთვის მხოლოდ 1 წლით გადავადდება ჯარი.

აღნიშნული რეგულაცია შესაძლებლობას მისცემს საქართველოში მოქმედ უნივერსიტეტებს მაგისტრატურის საფეხურით დაინტერესებულ პირებს შესთავაზონ სხვადასხვა შინაარსის, სპეციფიკის, ვიწრო სპეციალიზაციის სამაგისტრო პროგრამები, რომელიც კონკრეტული ვიწრო სფეროს სიღრმისეულ, პრაქტიკულ შესწავლაზე იქნება ორიენტირებული" - წერია კანონპროექტში.

საკითხები, რომელიც უმაღლესი განათლების 13 მიმართულებას ეხება, საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია ასახული და არა ერთ საკანონმდებლო ცვლილებას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები