მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამართალდამცველებს ვთხოვ,ძალადობასა და შეურაცხყოფას ევროპულზე მაღალი სტანდარტით უპასუხონ - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

"მინდა სამართალდამცველებს ვთხოვო, რომ ძალადობასა და შეურაცხყოფაზე ევროპულზე მაღალი სტანდარტით იმოქმედონ",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი შეფასებით, გასული კვირების განმავლობაში, ქართველი სამართალდამცველები ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებზე მაღალი სტანდარტებით მოქმედებდნენ, რისთვისაც პრემიერ-მინისტრი მათ მადლობას უხდის.

"სამართალდამცველებს მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო, რომ ძალადობის დიდი მასშტაბის მიუხედავად, გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში არსებითად, ისინი სწორედ ამერიკულ და ევროპულზე მაღალი სტანდარტებით მოქმედებდნენ. გასული კვირების განმავლობაში, იყო რამდენიმე გამონაკლისი ინციდენტი, რომელიც ვერავისთვის იქნება მოსაწონი და მისაღები.

საქართველო არის პატარა ქვეყანა, სადაც ადამიანები განსაკუთრებულად უნდა მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს. შესაბამისად, მოძალადეების მიმართ რეაგირების ის უხეში ფორმები, რომელიც ჩვეულებრივი მოვლენაა ამერიკული ან ფრანგული პოლიციისთვის, არ უნდა იყოს მისაღები ქართველი სამართალდამცველებისთვის.

მინდა გავაფრთხილო რადიკალური ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი, ვისაც დაგეგმილი აქვს ხვალ და ზეგ ძალადობა, რომ მათი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება და დიდი ალბათობით, ვერც სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებას ვერ დაექვემდებარება",- აცხადებს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები