მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამართლიანობის აღდგენის“ სტატისტიკა: რამდენი მილიონის ქონება დაუბრუნა სახელმწიფომ მესაკუთრეებს?

პროკურატურა

2015 წელს საქართველოს პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოსაძიებლად სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნა.

bm.ge დაინტერესდა, როგორია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი დაპირების, "სამართლიანობის აღდგენის" შესრულების მაჩვენებელი რიცხვებში.

პროკურატურის მიერ დეპარტამენტის შექმნიდან 2023 წლის ჩათვლით, დაზარალებულად ცნობილი იქნა 480 პირი, რომელთაც ჯამში 65 990 873 ლარის უძრავი და მოძრავი ქონება დაუბრუნდათ უკან. ბიზნესის ნაწილი, კვლავ ელოდება დაზარალებულის სტატუსს წინა ხელისუფლების დროს წართმეული ბიზნესის გამო.

პროცესი პირველ 3 წელში გაცილებით სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა. 2018 წელს მესაკუთრეებს, მხოლოდ 2.04 მლნ-ს ქონება დაუბრუნდათ მესაკუთრეებს. 2015-2017 წლებში კი, 47.7 მლნ ლარის ქონება.

რაც შეეხება კონკრეტულად ბოლო, 2023 წლის მაჩვენებელს:

2023 წელს საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ იქნა მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 4 ფაქტი, ხოლო დაზარალებულად იქნა ცნობილი 17 პირი. საქართველოს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაზარალებულებს დაუბრუნდათ (ან დაბრუნების პროცესშია) დაახლოებით 3,628,622 ლარი ლარის ღირებულების ქონება, მათ შორის 912 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით დაახლოებით 35,649 კვ.მ.

უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული უწყება უფლებამოსილია, მხოლოდ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონების დაბრუნების შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები