მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სამცხე-ჯავახეთში მარანს ვაშენებთ“ - ჯონ ვურდემანის გეგმები საქართველოში

642efadf4f394
ალა ისპირიანი
06.04.23 21:00
1500
მხატვარი, მეღვინე, რესტორატორი და ტუროპერატორი ჯონ ვურდემანი ამერიკელია, საქართველოში კი პირველად 1995 წელს ჩამოვიდა და შემდეგ სიღნაღში დასახლდა. ამერიკელი, რომელიც საქართველოს მოქალაქეცაა, ვენახები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქვს და როგორც ის ამბობს, აქ წარმოებული ღვინო ევროპის 20-ზე მეტ ქვეყანაში გააქვთ.

ჯონ ვურდემანმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას თქვა, რომ ევროპულ ქვეყნებში საქართველო ერთ-ერთია დარჩენილი, სადაც სტუმარს ოჯახში, საკუთარ მიწაზე მოყვანილი და გაკეთებული პროდუქტებით უმასპინძლდებიან.

მისი თქმით, როგორც ქართული ღვინო, ისე სამზარეულო უნიკალურია და სწორედ ამიტომაც სამცხე-ჯავახეთშიც გადაწყვეტეს მარანის აშენება. როგორც ის ამბობს, იქ ძველ-მესხური ჯიშის ყურძენი დაიწურება და როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე გავა.

„ვენახები გვაქვს სხვადასხვა რეგიონში. 30 ჰექტარი დაახლოებით. 15 სახეობამდე ღვინის სახეობას ვაწარმოებ და ეს ღვინო ოცზე მეტ ევროპულ ქვეყანაში გადის, მათ შორის არის - დანია, დიდი ბრიტანეთი, ამერიკა, იაპონია.

ევროპულ ქვეყნებში ალბათ საქართველოა ერთ-ერთი დარჩენილი, სადაც შემიძლია სტუმარი რაჭაში, ლეჩხუმში ან მესხეთში დავპატიჟო და მასპინძლები თავის ამოყვანილ ყველს, მომწონს, მწნილს, ღვინოს პურ აკეთებენ.

სამცხე-ჯავახეთში ვაშენებთ მარანს. იქ ძველ მესხური ჯიშები გვაქვს და ჯერ-ჯერობით ყურძენი კახეთში იწურება, მაგრამ იქ მეორე მარანი შენდება. მინდა ვთქვა, რომ მესხური კულინარია ზღაპრულია, განსხვავებული სხვა რეგიონებისგან და დიდი იმედი გვაქვს ჩამოსულ ადამიანებს მესხურ კერძებსაც დავახვედრებთ“, - განაცხადა ჯონ ვურდემანმა.

რაც შეეხება რუსულ ბაზარს, მისი მოსაზრებით, ქვეყანა არ უნდა იყოს დამოკიდებული ისეთ ბაზარზე, რომელიც ეკონომიკურ სარგებელს ქვეყანას შანტაჟის სანაცვლოდ მოუტანს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები