მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სამედიცინო დანახარჯებში ერთ-ერთი მაშველი რგოლი სადაზღვევო ინდუსტრიის გამოყენებაა“

63e4e2a8750e0
თინათინ ნატმელაძე
09.02.23 21:05
659
"საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ნინა კობახიძის განცხადებით, ქვეყნის სამედიცინო დანახარჯებში ერთ-ერთ მაშველი რგოლი სადაზღვევო ინდუსტრიის გამოყენებაა.

მან გადაცემა „საქმიან დილაში“ თქვა, რომ ადამიანს თავისუფალი არჩევანი უნდა მიეცეს, სადაც უნდა იქ დაეზღვიოს. 

„ამჟამად სამედიცინო დანახარჯებში სადაზღვევო ინდუსტრია ნაწილობრივაა გამოყენებული და ის ფაქტი, რომ ამას ყველაზე მაღლა მდგომი სახელმწიფო მოხელეები იყენებენ, ადასტურებს, რომ სექტორის მიმართ საკმაოდ მაღალი სანდოობა.

პაციენტს მხოლოდ სტაციონარული მომსახურებით ვერ ვუშველით, საყოველთაო სისტემა კი არც რეაბილიტაციას აფინანსებს და არც სხვა სერვისებს, ამიტომ საყოველთაოს კერძო სადაზღვევო სისტემაზე გადმოსვლა გარდაუვალია. რაღაც პერიოდში, იქნება ეს ევროკავშირთან დაახლოება თუ ცვლილებები ეკონომიკაში, მაინც მივალთ აქამდე.

აქ პრობლემა ისაა, რომ თავად ინდუსტრიაც სუსტია, ამ წუთას კომუნიკაციაში თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს არ ავლენენ, თავის მხრივ სახელმწიფოსაც ეშინია ამ სიახლეების, თუმცა ეს ყველაფერი პოლიტიკურ დონეზე უნდა განისაზღვროს. მთელი რიგი ცვლილებების განხორციელებაა შესაძლებელი - თავისუფალი არჩევანი და უფლების მიცემა, რომ ვისაც სად უნდა იქ დაეზღვიოს,“ - განაცხადა ნინა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვლიდან კლინიკებისთვის DRG დაფინანსების მოდელი ამოქმედდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები