თბილისში, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებში სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა 30-მდე პირს ადგილზე გაუწიეს დახმარება.
„ჰოსპიტალიზებულ დაშავებულებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ერთ-ერთი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულთა ნაწილს სამედიცინო გამოკვლევები უტარდება და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.




























