სამეგრელოში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. ქარმა წააქცია მრავალწლოვანი ხეები, რამაც ზოგიერთი მიმართულებით გადაადგილების პრობლემა შექმნა, თუმცა როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია იტყობინება, მუნიციპალური სამსახურების რეაგირება იყო დროული და მოძრაობის აღდგენა უმოკლეს პერიოდში მოხდა.
"რამდენიმე მუნიციპალიტეტში ქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, თუმცა ყველა პრობლემურ ადგილზე „ენერგო პრო ჰოლდინგის“ ბრიგადები მუშაობენ და აბონენტებს ელექტრო ენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ.
სტიქიამ ზუგდიდის, ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში ასევე დააზიანა რამდენიმე კერძო სახლის სახურავის ნაწილიც. მუნიციპალიტეტების ზარალის დამთვლელი კომისიების მიერ მოხდება ზარალის დათვლა და შესაბამისი რეაგირება.
ადგილზე ვითარებას მოადგილეებთან ერთად ეცნობა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია. ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში", - იტყობინება ამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.