მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამეგრელოში ელექტროენერგიის აღდგენით სამუშაოებს ხელს ქარიშხალი უშლის - „ენერგოპრო ჯორჯია"

სტიქია სამეგრელოში

"ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები სამეგრელოში საგანგებო რეჟიმით მუშაობენ.

როგორც „ენერგოპრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ძლიერი ქარის გამო, დაზიანდა მაღალი და დაბალი ძაბვის ელექტრო ინფრასტუქტურა. აღდგენით სამუშაოებში დასახმარებლად, კომპანიის ელექტრიკოსები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან სამეგრელოში ჩავიდნენ.

„განსაკუთებით რთული მდგომარეობაა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ელექტროენერგია ნაწილობრივ შეზღუდვით მიეწოდება მარტვილის, ხობის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებსაც. აღდგენით სამუშაოებს ხელს უშლის ქარიშხალი. თუმცა, ელექტრიკოსები ცდილობენ ოპერატიულად იმუშაონ და აღადგინონ დაზიანებული ელექტრო ინფრასტრუქტურა.

აღდგენილ ელექტროგადამცემ ხაზებს, ფიდერებს და ტრანსფორმატორებს ძლიერი ქარი კვლავ აზიანებს. მიუხედავად ამისა, "ენერგო-პრო ჯორჯია" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დღის ბოლომდე აბონენტების უმრავლესობას აღუდგეს ენერგომომარაგება“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები