"იცით თუ არა“ - ასე ჰქვია საინფორმაციო კამპანიას, რომელიც ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგმა“ დაიწყო. კამპანიის მიზანია, ჰოლდინგში შემავალი კომპანიების უფლება-მოვალეობებზე, საქართველოს რეგიონების და თბილისის შემოგარენის მცხოვრებლები უკეთ ინფორმირებულები იყვნენ.
"კამპანია სოციალურ ქსელის მეშვეობით დავიწყეთ. ყველამ იცის, რომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში "ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობის გამიჯვნა 3 წლის წინ დასრულდა. თუმცა, ჩვენ გვინდა აბონენტები უკეთ იყვნენ ინფორმირებულები ჰოლდინგში შემავალი თითოეული კომპანიის საქმიანობის შესახებ“ - განაცხადა სს "ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ავთო დვალიშვილმა. მისივე თქმით, მოსახლეობას დეტალურად მიეწოდება ინფორმაცია მაგალითად ვის უხდიან მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს, ვის ეკუთვნის ელექტროქსელი და ა.შ.
"იცით თუ არა“ კამპანიის ფარგლებში, 3 თვის განმავლობაში კომპანიის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდება საინფორმაციო პოსტერები და ვიდოები.