მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამეგრელოში ლოკოკინების იტალიელ ფერმერთა კონფედერაციამ ფერმა ააშენა

610657ee51ff1
თათია კაკიაშვილი
01.08.21 15:00
1788
სამეგრელოში კავკასიაში ლოკოკინების იტალიელ ფერმერთა კონფედერაციამ ლოკოკინების ფერმა ააშენა. ფერმა 4 ჰა-ზეა გაშენებული და სენაკის რაიონ სოფელ ნოქალაქევში მდებარეობს. როგორც BMG-ის კავკასიაში ლოკოკინების იტალიელ ფერმერთა კონფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ უთხრა, ფერმის მოწყობაში მთლიანობაში 100-მდე ადგილობრივი დასაქმდა, ხოლო მუდმივ რეჟიმში ლოკოკინების წარმოების პროცესში 12-15 ადამიანი იქნება ჩართული.

„რეალურად საქართველოში არ არსებობს არანაირი ცოდნა იმ პრაქტიკის მიმართ, რის პოპულარიზაციასაც ჩვენ ვგეგმავთ. არ არსებობს არანაირი ლიტერატურა, კონსულტაცია, არსებობს ძალიან ბევრი მითი, რომელიც მონდომებულ ხალხს, რომელსაც უნდათ ბიზნესში ჩართვა, მოტივაციას აძლევს, რომ ჩაერთონ, მაგრამ რეალურად ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენი კონფედერაციის მიზანი სწორედ ეს არის, რომ ქართველ საზოგადოებას დავანახოთ, რას წარმოადგენს ჩვენი სექტორი და რისი შეთავაზება შეუძლია მას საქართველოსთვის და ზოგადად ჩვენი რეგიონისთვის”, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

რაც შეეხება ლოკოკინების მოშენების იტალიურ მეთოდს, ლოკოკინების იტალიელ ფერმერთა კონფედერაციის საპატიო პრეზიდენტის ჯოვანი ავანინას თქმით, აბსოლუტურად ბუნებრივ გარემოში, ბუნებრივი საკვებით გაზრდილი ლოკოკინის, როგორც პროდუქტის, ხარისხი საკმაოდ მაღალია.

“ჩვენს ფერმაში ლოკოკინების გამრავლება ხდება ბუნებრივ პირობებში. შესაბამისად, ფერმაში მოყვანილი ლოკოკინის ხორცი იქნება ძალიან მაღალი ხარისხის, რადგან ლოკოკინა ბუნებრივი საკვებით იზრდება. გარდა ამ ბენეფიტისა, როგორც ბიზნესი, ჩვენი მეთოდი ფინანსურადაც მომგებიანია, რადგან ლოკოკინების მოშენებაში დამატებითი დანახარჯები პრაქტიკულად არ არსებობს", - განუცხადა BMG-ის ჯოვანი ავანინამ.

ცნობისთვის, საქართველოში ლოკოკინებს რამდენიმე კომპანია აწარმოებს. მათ შორის, ლოკოკინების იტალიელ ფერმერთა კონფედერაცია კავკასიაში, რომელიც იტალიელი პარტნიორის, სინიორ ჯოვანი ავანინას 45-წლიან პრაქტიკას მისდევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები