მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამეგრელოში თხილის მოსავლის ზარალს ითვლიან - მერაბ ჭითანავა

ფაროსანა

სამეგრელოში სტიქიის შედეგად ზარალს ითვლიან. ამის შესახებ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, მერაბ ჭითანავამ BM.GE-სთან განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, დაზარალებულ ადგილებში აგრონომები აღწერით სამუშაოებს ატარებენ და თხილის მოსავლის ზარალს ითვლიან.

„ზარალი არის ზუგდიდი რაიონში, ჩხოროწყუს რაიონსა და წალენჯიხის რაიონში.

ამ ეტაპზე ინფორმაციას რეგიონებიდან ვაგროვებთ. ჩვენი აგრონომები გასულები არიან ადგილზე და დაზარალებულ ტერიტორიებს ათვალიერებენ. სავარაუდოდ, დღევანდელი და ხვალინდელი დღე დაგვჭირდება იმისათვის, რომ რეგიონების მიხედვით, ზუსტი პროცენტული მაჩვენებლები გვქონდეს. თუმცა ზარალი აშკარაა “, - აცხადებს ჭითანავა.

მისივე ცნობით, ძველი პროგნოზი თხილის მოსავალთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შეიცვლება და ახალი პროგნოზები ზარალის დათვლის შედეგად საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.

წელს თხილის წარმოების სუბსიდირებისთვის ₾20 მლნ გამოიყოფა - სამინისტრო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები