ფრაქცია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი შალვა კერესელიძე „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს აფასებს და იმ რისკებზე საუბრობს, რამაც შესაძლოა, მევენეახეობა-მეღვინეობის დარგში არასასურველი შედეგები გამოიწვიოს.
„ჩვენი პოზიცია არის, რომ სახელმწიფომ ჯერ უნდა შეექმნას სერტიფიცირებული ნერგების ხელმისაწვდომობის და მკაცრი კონტროლის მექანიზმი და შემდეგ დააწესოს შესაბამისი ვალდებულებები“, - აცხადებს დეპუტატი და ხელისუფლებას თანმიმდევრულობისკენ მოუწოდებს. „მევენახეობა-მეღვინეობის დარგს ყველაზე სწორი იქნება ჩამოაშორეთ პოლიტიკა და ჩამოაშორეთ კორუფცია. მიუდექით სახელმწიფოებრივად და მევენახეების ინტერესების გათვალისწინებით“, - აღნიშნა მან პარლამენტში გამოსვლისას.
შალვა კერესელიძის კითხვებს და შეფასებებს BMG უცვლელად გთავაზობთ:
1. კანონპროექტის განმარტებით ბარათში გიწერიათ, რომ საქართველოში ვენახების გაშენება ხორციელდება არასერტიფიცირებული ნერგებით რაც იწვევს ჭარბ მოსავლიანობას და შემდეგ ღვინის რეალიზაციის პრობლემებს. საკითხის რეგულირებისა და კონტროლის მექანიზმების დანერგვის მიზნით, მიზანშეწონილად მიგაჩნიათ სამეწარმეო დანიშნულების ვენახების გაშენებაზე შესაბამისი ნებართვების შემოღება.
რა სხვაობაა სერტიფიცირებულ და არა სერტიფიცირებულ სანერგეში შეძენილ ნერგს შორის? მარტივ ენაზე, რომ ვთქვათ სერტიფიცირებულ სანერგეში შეძენილი ნერგი ნიშნავს, რომ ნერგი დადასტურებულად სუფთაა ვაზის ვირუსული დაავადებებისგან. ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კონტროლის სისტემა ქვეყანაში გამართულად მუშაობს. ამიტომ არა სერტიფიცირებულ თუ სერტიფიცირებულ სანერგეში გამოყვანილი ნერგი არ მოქმედებს არც ჭარბ მოსავლიანობაზე, არ მომავალში ღვინის გაყიდვის პრობლემებზე. აქ საუბრისას ნერგის ხარისხი, რომ გეხსენებინათ კიდევ გამართლებას ნახავდა კაცი.
უფრო მეტიც, ქვეყანაში სერტიფიცირებული სანერგეები ფაქტობრივად არ არის. ან თუ არის შეიძლება იყოს მხოლოდ ერთეულები. ამიტომ სერტიფიცირებული ნერგების სავალდებულო შესყიდვით, მივიღებთ იმას, რომ ქვეყანაში გაჩნდება ხელისუფლებასთან დაახლოებული ერთი ან რამდენიმე მონოპოლისტი იმპორტიორი ან/და სერტიფიცირებული სანერგე მეურნეობა და ყველა ახალი ვენახის გასაშენებლად ფერმერი ვალდებული გახდება ნერგები მონოპოლისტურ ფასად შეიძინოს სწორედ ამ სანერგე მეურნეობებში. სხვა შემთხვევაში სამეწარმეო დანიშნულების ვენახის გაშენებაზე თანხმობას ვერ მიიღებს რაც არა თუ ზრდის კორუფციის რისკებს არამედ უფრო მეტიც, კორუფციის კიდევ ერთ შესანიშნავ წყაროს გააჩენს. სწორედ ამიტომ ჩვენი პოზიცია არის, რომ სახელმწიფომ ჯერ უნდა შეექმნას სერტიფიცირებული ნერგების ხელმისაწვდომობის და მკაცრი კონტროლის მექანიზმი და შემდეგ დააწესოს შესაბამისი ვალდებულებები.
2. 336 მუხლს 16 პუნქტის მიხედვით, საინტერესოა ასევე რა ჩაიწერება “სამეწარმეო ვენახის გაშენების შესახებ” მინისტრის ბრძანებაში? მინისტრის ბრძანება, ხომ არ გაზრდის კორუფციულ რისკებს ვენახის გაშენებაზე ფერმერისთვის დასტურის მიღების ნაწილში. მაგალითად როგორც იყო ადრე და ღვინის წარმოების ნებართვა და ლიცენზია, რომ მიგეღო არაოფიციალურად 2000 დოლარი ღირდა. ან კიდევ არც თუ ისე დიდი ხნის წინ როგორც იყო კახეთში „რთველის ფაშისტების“ სქემა სადაც ცოტა ძლიერ მევენახე ფერმერებს ტყავს აძრობდნენ და ყველანაირად ზღუდავდნენ ყურძენი, რომ არ ჩაებარებინათ. მით უმეტეს მევენახე ფრმერი ხელისუფლების პოლიტიკის მხარდამჭერი თუ არ იყო. პოლიტიკურად მიუღებელ მეღვინეებს კიდევ ფალსიფიცირების წინააღმდეგ ბრძოლის სახელით, უღვრიდნენ ღვინოებს და ა.შ. სწორედ ამიტომ, ყოვლად მოუმზადებელ სერტიფიცირების და ნებართვების შემოღებით, ახლაც დაახლოებით იგივე რისკებს და საფრთხეებს ვხედავ, ოღონდ ბევრად უფრო დახვეწილი და თანამედროვე ფორმებითა და მეთოდებით.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართული ღვინის ხარისხის დაცვას, მაგრამ მოუმზადებლი სერტიფიცირების და ნებართვების შემოღებით, მხოლოდ გაზრდილი ბიუროკრატიის იმედად ხარისხს ვერ შეინარჩუნებთ.
ქართული ღვინის ხარისხის დაცვა თუ გინდათ, სანამ ვენახის გაშენებაზე ნებართვებს შემოიღებთ, უმჯობესია ქართული ღვინის ხარისხი რთველის დროს ვენახიდან ქარხნამდე ყურძნის გადატანის ნორმების დაცვით დაიწყოთ. ღვინის ხარისხის გაფუჭება პირველად როდის იწყება იცით? როდესაც მაღალი ტვირთამწეობის ავტომანქანების ძარაზე დაუხარისხებლად დაყრილი ყურძნის მასა კრეფის დროს საათობით ყრია და ზიანდება, შემდეგ კვლავ საათობით დგას ქარხნის რიგში სადაც მძიმეწონიან სატვირთო ავტომანქანების (10-15-20 ტნ.) გადავსებულ ძარაზე დაყრილი ყურძენი პაპანაქება სიცხეში იჭყლიტება, ზიანდება, წვენი გასდის და ქარხანაში ჩასაწურად შესული ყურძენი ხშირ შემთხვევაში უკვე ისეა დაზიანებული, რომ ტექნოლოგიურად რაც არ უნდა ეცადო მისგან ხარისხიან ღვინოს ვეღარ მიიღებთ. აი ეს არის რეალური სიმართლე და ამიტომ ქართული ღვინის ხარისხის დაცვა თუ გინდათ ყურძნის ხარისხის ელემენტარული ნორმების დაცვით უნდა დაიწყოთ და არა ვენახის გაშენების ნებართვების შემოღებით.
3. საინტერესოა, ნეტა, რა მიზანი აქვს ამ ნებართვის შემოღებას? ცვლილების მიზანია, რომ ნერგი უნდა იყოს სერტიფიცირებული, თუ მიზანია ყურძნის რაოდენობის შემცირება? მაშინ ეს ნებართვა კი არა ახალი ვენახების გაშენების აკრძალვა გამოდის. რეალურად კიდევ როგორც ჩანს მიზანი ეს არის. იმიტომ, რომ 2025 წელს მიღებული ჭარბი მოსავლის გამო უწყებამ იმხელა რყევა განიცადა, რომ კინაღამ ჩამოიშალა და ბიუჯეტიდან რთველისთვის გამოყოფილ 80-მილონ ლარს კიდევ დამატებით 160-მილიონი ლარის დამატება გახდა წლის ბოლოს საჭირო იმისთვის, რომ 340 ათ.ტნ. მოსავლის ვალდებულებები გასტუმრებულიყო და უფრო მეტიც მიღებული უხარისხო თუ ხარისხიანი მოსავლის ძირითადი ნაწილის შესყიდვა სრულად სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მოხდა. სწორედ ამიტომ ვენახების გაშენება კი არ უნდა აკრძალოთ და ვენახების ფართობის შემცირებაზე კი არ უნდა იფიქროთ, არამედ მევენახეს ხარისხიანი ყურძენი ფასით უნდა წაუხალისოთ და ყველა ჯიშის და ხარისხის ყუძენს თავის ფასი უნდა ჰქონდეს, ხოლო მეღვინეს და კერძო სექტორს კიდევ ღვინის მარკეტინგი უნდა დაუფინანსოთ და არა უხარისხო და ხარისხიან ყურძენში პოლიტიკის და საარჩევნო ხმების სანაცვლოდ ერთი ფასი გადაიხადოთ და რეალურად მივიღოდ ის, რომ მევენახეობა და გამრჯე-მშრომელი მევენახე გლეხკაცის ჯაფა გროშებად შეფასდეს და საბოლოო შედეგად კიდევ მევენახეობა-მეღვინეობა სპირტის მონოპოლიურ ბიზნესად და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სუბსიდიების კორუფციულ წყაროდ გადაიქცეს.
4. რეალურად თქვენ იცით, დღეს რამდენი უჯდება ფერმერს ერთი კილოგრამი ყურძნის თვითღირებულება? 80-90 თეთრი. მაშინ როდესაც 13-14 წლის წინ, პირველად კილოგრამ ყურძენში ერთი ლარი, რომ გადაუხადა სამინისტრომ მაშინ იცით რა ჯდებოდა ერთი კგ. ყურძნის თვითღირებულება? 30 თეთრი. აგრო კალენდრის მიხედვით, გასხვლიდან დაწყებული მავნებლებთან და დაავადებებთან დაკავშირებული წამლობით გაგრძელებული და მოსავლის აღებით დამთავრებული მთელი წლის განმავლობაში რამხელა დროსთან, შრომასთან და ენერგიასთან არის ვენახის მოვლა დაკავშირებული თქვენ ეს ყველაფერი პრაქტიკულ დონეზე თუ გაქვთ წარმოდგენილი? პრაქტიკულ დონეზე თუ გაქვთ
სწორად შეფასებული რას ნიშნავს გლეხისთვის ფალსიფიცირებული და უხარისხო პესტიციდებით გაჯერებული საქართველოს ბაზარი, რომლის ბრალეულობით არის ხშირ შემთხვევაში გამოწვეული უხარისხო ყურძნის მოსავალი. ეს ყველაფერი რა ფასად უჯდება ფერმერებს თუ გაქვთ ბოლომდე შესწავლილი და გააზრებული? თქვენ როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, საქართველოს პარლამენტში როგორც ამ კანონპროექტის წარმომდგენი და მომხსენებელი რთველში თუ ხართ ნამყოფი და ვენახში დალაპარაკებული თუ ხართ გლეხებთან რას ფიქრობენ, რა აწუხებთ, რა პრობლემების წინაშე დგანან და რა წარმოდგენა აქვთ თუნდაც თქვენზე ერთ კილოგრამ ყურძენში 1-1.2 ლარს, რომ უხდით მაშინ როდესაც 1 ლარამდე უჯდება ყურძნის თვითღირებულება. თუ გიფიქრიათ რა წარმოდგენა აქვთ მევენახეებს თქვენზე როდესაც ვერ იცავთ მათ მასიური ფალსიფიკაციისგან და ამ დროს ქართული ღვინის ხარისხის დაცვის სახელით, ვენახის გაშენებაზე ნებართვებს სთხოვოთ. ფალსიფიცირებული პესტიციდები საგრძნობლად აფუჭებს ყურძნის ხარისხს რომელიც საბოლოო ჯამში ღვინის ხარისხზე პოვებს ასახვას.
სანამ საქართველოს პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და ამ ყველაფერს კანონის სახეს მისცემს, ეს მთლიანი პროცესი თავის ხარვეზებით და დადებითი მხარეებით ერთიან მთლიან სურათში პრაქტიკულ დონეზე სწორად და კარგად არის დასანახი და გასააზრებელი.
რა აზრი აქვს ან ნერგების სერთტიფიცირებას ან კიდევ საწარმოო დანიშნულების ვენახის გაშენებაზე ნებართვების შემოღებას თუ ქარხანაში ჩასაწურად ფალსიფიცირებული პესტიციდებისგან გაფუჭებულ, კრეფის დროს დაზიანებულ და ტრანსპორტირების დროს დაჭყლეტილ ყურძენს შეიტან რომელიც ყველა შემთხვევაში ღვინის ხარისხს აუცილებლად გაგიფუჭებს. ამიტომ იყავით თანმიმდევრულები და ჯერ პირველ რიგში რაც არის აუცილებლად გასაკეთებელი ის გააკეთეთ და მერე იფიქრეთ სერთიფიცირებაზე და ნებართვების შემოღებაზე. მევენახეობა-მეღვინეობის დარგს ყველაზე სწორი იქნება ჩამოაშორეთ პოლიტიკა და ჩამოაშორეთ კორუფცია. მიუდექით სახელმწიფოებრივად და მევენახეების ინტერესების გათვალისწინებით.
რაც შეეხება კანონპროექტის მიხედვით წარმოდგენილ სხვა ცვლილებებს მაგ: 19-ე მუხლს, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმლის წარმოებას, მინდა გითხრათ, რომ ვეთანხმები და ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი, რომ ადგილწარმოშობის დასახელებების ღვინოების 15%-ით სხვა ქვეზონის თუ სხვა მიკროზონის ღვინით გაბევრება. უფრო მეტიც, მე მივესალმები ამ ცვლილებას კანონის დონეზე დაემატოს და გამკაცრდეს მიდგომა რთველის მიმდინარეობის პერიოდში შეიზღუდოს რაჭის რეგიონიდან ღვინის კომპანიებისთვის ყურძნის მაოტანა და სხვა რეგიონში მდებარე ქარხნებში შემდგომი დაწურვის და ასევე სხვა რეგიონიდან ყურძნის შეტანა რაჭაში დაწურვის მიზნით. ყოველივე ხსენებული კიდევ უფრო მეტად გადააზღვევს 19-ე მუხლით გამკაცრებულ ცვლილებებს“, - აცხადებს შალვა კერესელიძე.




























