მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბრიდან ღვინის სააგენტოს მომსახურების ტარიფები იცვლება - რა ეღირება?

ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადები და საფასურები, მათ შორის ღვინისა და სპირტიანი სასმელების დეგუსტაციისა და შემოწმების ტარიფები ახლებურად განისაზღვრა.

მთავრობის დადგენილება უკავშირდება პარლამენტის მიერ „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც მევენახეობა-ღვინეობის სექტორში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე დაინერგა:

სავალდებულო დეგუსტაცია: როგორც საექსპორტოდ, ისე ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი ყველა კატეგორიის ღვინო დაექვემდებარება სავალდებულო ორგანოლეპტიკურ შემოწმებას. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ „ბუნებრივი ღვინის“ კატეგორია.

სერტიფიცირებული სასმელების ნიშანდება: სავალდებულო ხდება ალკოჰოლიანი სასმელების ნიშანდება, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით ღვინის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

მცირე მარნების დეფინიცია: „მცირე ზომის მარნის“ წლიური წარმადობის მაქსიმალური ზღვარი 40 000 ლიტრიდან 25 000 ლიტრამდე მცირდება.

„ბუნებრივი ღვინო“: ტერმინი „სახლის ღვინო“ ჩანაცვლდა ტერმინით „ბუნებრივი ღვინო“, რაც გულისხმობს პროდუქციის წარმოებას სისტემური პესტიციდების, ჰერბიციდებისა და სხვა ქიმიური სინთეზური საშუალებების გამოყენების გარეშე.

სწორედ ამ საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე განახლდა ღვინის ეროვნული სააგენტოს სერვისების ტარიფებიც, რომლებიც სექტემბრიდან ამოქმედდება.

ახალი ტარიფები ასე განისაზღვრა:

მომსახურების სახე მომსახურების ვადა
  • მომსახურების ტარიფი ლარებში
მცირე ზომის მარნისათვის მომსახურების ტარიფი ლარებში
1 საექსპორტო ან/და იმპორტირებულ ღვინოზე, ღვინისეულ სასმელზე, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიან სასმელზე, ყურძნისეული წარმოშობის სპირტზე, სპირტიან სასმელზე, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატზე შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემა, ევროკავშირში საექსპორტოდ განკუთვნილ ყურძნის ტკბილსა და ყურძნის წვენზე VI 1 სერტიფიკატის გაცემა

1 სამუშაო დღე


2 სამუშაო დღე


3 სამუშაო დღე


4 და მეტი სამუშაო დღე

650


525


335


110

300


250


150


50

2 საქართველოში წარმოებულ და საქართველოში სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილ ღვინოზე, მათ შორის, ჩამოსასხმელ ღვინოზე, ღვინისეულ სასმელზე, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიან სასმელზე, ყურძნისეული წარმოშობის სპირტზე, სპირტიან სასმელზე, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტზე, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატზე შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემა 1 სამუშაო დღე 10
3 მეწარმის მიერ დამტკიცებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის, სპირტიანი სასმლის წარმოების ტექნოლოგიური ინსტრუქციის შეთანხმება თითოეულ დასახელებაზე 650
4 ღვინოსა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტიან სასმელზე ახალი ადგილწარმოშობის დასახელებისა და ახალი გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა შესწავლა-დადგენაზე დასკვნის მომზადება და გადაცემა 950
5 ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის ორგანოლეპტიკური შემოწმება ყოველ ნიმუშზე 75
6 სსიპ − ღვინის ეროვნული სააგენტოს (სასაქონლო ნიშნის) ლოგოს გამოყენების უფლებით სარგებლობა თითოეულ ბოთლზე 0,07

აღსანიშნავია, რომ 2023 წელთან შედარებით 2026 წელს შემდეგი მომსახურება გაძვირდა:

  • საექსპორტო/იმპორტირებულ პროდუქციაზე სერტიფიკატის გაცემა:

  • 1 სამუშაო დღე: 450 ლარიდან გაძვირდა 650 ლარამდე;
  • 2 სამუშაო დღე: 375 ლარიდან გაძვირდა 525 ლარამდე;
  • 3 სამუშაო დღე: 225 ლარიდან გაძვირდა 335 ლარამდე;
  • 4 და მეტი სამუშაო დღე: 75 ლარიდან გაძვირდა 110 ლარამდე;

ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო პროდუქციაზე სერტიფიკატის გაცემა:

    • იყო უფასო, გახდა 10 ლარი;

      წარმოების ტექნოლოგიური ინსტრუქციის შეთანხმება:

      • 450 ლარიდან გაძვირდა 650 ლარამდე (თითოეულ დასახელებაზე);

        ახალი ადგილწარმოშობის დასახელების/გეოგრაფიული აღნიშვნის დასკვნის მომზადება:

        • 750 ლარიდან გაძვირდა 950 ლარამდე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები