მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სამი მიმართულებით გვებრძვის რუსეთი" - დეპუტატი

64635c89a7535
BM.GE
16.05.23 14:42
467
პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ "რუსეთი სამი მიმართულებით გვებრძვის". ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„სამი მიმართულებით გვებრძვის რუსეთი და ჩვენგან ითხოვდა სამ მნიშვნელოვან საკითხზე თანხმობას: საერთაშორისო იზოლაცია, საერთაშორისო მიმართულებით ბოლო მოკავშირე პარტნიორი იყო „ევროპელი სოციალისტები“, ვინც ხელს ართმევდა „ქართულ ოცნებას“ და იმ ჯგუფიდანაც კი მოუწია „ქართულ ოცნებას“ წამოსვლა. ნატოს-ს წვრთნებში არასდროს ყოფილა შემთხვევა უარი გვეთქვა და ნატო-ს წვრთნებზეც უარი ვთქვით და, ფაქტობრივად, 12-პუნქტიანი რეკომენდაცია შესრულებული არ არის. ევროპასთან ფაქტობრივად ვართ იზოლაციის მდგომარეობაში. შესაბამისად, რაც უფრო დამოკიდებული ხარ მტერზე, ოკუპანტზე, მით მეტი ბერკეტი აქვს ჩვენზე ზემოქმედების“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, მიღწეულია საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა და, შესაბამისად, რუსული ზეგავლენა ქვეყანაში იზრდება.

„საქართველოში პირდაპირ ვრცელდება რუსული ნარატივები, სახელმწიფო იდეოლოგიად იქცა, რომ რუსეთი არის ჩვენი მართლმადიდებელი მოკავშირე, ჩვენი ოჯახების და ტრადიციის შენარჩუნების წყარო და დასავლეთი არის გარყვნილება, დასავლეთი არის ომთან, არეულობასთან დაკავშირებული, დასავლელი პარტნიორები არიან ფაშისტები. ყველაზე მავნე, რაც არის ჰიბრიდული ომის, რბილი ძალის მთავარი კომპონენტი - ეკონომიკური დამოკიდებულების გაზრდა რუსეთზე. „ქართული ოცნების“ მოსვლიდან საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე იზრდება შემდეგი მიმართულებით - სასურსათო უსაფრთხოების და ენერგოუსაფრთხოების კუთხით, რაც მიზანმიმართულად ხდება, რადგან თავისუფლება არ არსებობს ეკონომიკური თავისუფლების გარეშე“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები