მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამინისტრო კერძო დაზღვევის მოსარგებლებისთვის 112-ის გამოძახების ფასზე განცხადებას ავრცელებს

62ececd531200
შოთა ტყეშელაშვილი
05.08.22 14:07
1038
ჯანდაცვის სამინისტრო სასწრაფო სამედცინო დახმარების გამოძახებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. დღეს ცნობილი გახდა სსიპ 112-ის მიერ სადაზღვევო კომპანიებისთვის გაგზავნილი წერილის შესახებ, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ კერძო დაზღვევის პოლისის მოსარგებლეთათვის განისაზღვროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების სპეციალური ტარიფი, რომელიც სადაზღვევი კომპანიამ უნდა დაფაროს. ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სასწრაფოს გამოძახება ყველა მოქალაქისთვის და ქვეყნის ვიზიტორისთვის უფასო იქნება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ "არასტანდარტული" ტარიფი შეიძლება მართლაც განისაზღვროს და ის კერძო დაზღვევის მოსარგებლეებს კონკრეტულ შემთხვევაში შეეხოთ.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება:

"გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო დახმარების მომსახურებაზე ფასის დაწესებას ეხება. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მომსახურება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და საქართველოში ჩამოსული სტუმრებისთვის არის და იქნება უფასო.

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის გაკეთდა დამატებითი არასტანდარტული მომსახურების შეთავაზება. აღნიშნულის შესახებ კი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„საქართველოს ყველა მოქალაქისთვის როგორც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის, ისე კერძო სადაზღვევო კომპანიების ბენეფიციართათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურება არის და რჩება უფასო. ამ მიმართულებით არანაირი ცვლილება არ იგეგმება.

რაც შეეხება წერილს, აღნიშნულ წერილში იყო შეთავაზება კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის, რომ დამატებითი არასტანდარტული მომსახურებისთვის დაუწესდეთ ტარიფი. ეს შეეხება რომელიმე კერძო, საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე კლინიკაში ჰოსპიტალიზაციას, ასევე სხვა ღონისძიებებს, რაც შესაძლოა დასჭირდეთ სადაზღვევო კომპანიებს“ , - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები